ავსტრიის კანცლერი უარყოფს ინფორმაციას, რომ ვენა რუსული გაზის საფასურს რუბლში იხდის

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა რუსული პროპაგანდის “ფეიკი” უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვენა რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდას დათანხმდა.

ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.

“სანამ რუსული პროპაგანდის ყალბი ამბები გავრცელდება, რა თქმა უნდა, OMV გააგრძელებს რუსეთიდან გაზის მიწოდების ევროში გადახდას. ავსტრია მკაცრად იცავს ევროკავშირის ერთობლივად შეთანხმებულ სანქციებს”, – დაწერა კარლ ნეჰამერმა.

მანამდე, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრია რუსული გაზის საფასურის გადახდა რუსულ ვალუტაში დათანხმდა.

ავსტრიის კანცლერის ოფისში დღეს განაცხადეს, რომ ავსტრია კვლავ იხდის გაზს ევროში და ფულს “გაზპრომბანკის” ანგარიშზე რიცხავს, სადაც თანხის რუსულ რუბლში კონვერტაცია ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები