ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
27 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ნოდარიშვილმა და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს.
წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების მიმდინარეობა.
გიორგი ნოდარიშვილმა წარმომადგენლებს დაავალა, წარმოადგინონ ინფორმაცია, თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს.
სამუშაო შეხვედრას, ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე და შპს “ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის” ხელმძღვანელი – კახაბერ ჩიკვილაძე.