თურქეთი იმედოვნებს, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება

თურქეთი იმედოვნებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.

როგორც თუქეთის თავდაცვის მინისტრი, ჰულუს აკარი აცხადებს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა, პროცესში გარკვეული პრობლემები კვლავ იჩენს თავს.

“მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული სირთულეები, იმედი გვაქვს, ჩვენი პრეზიდენტის შუამავლობით, ორი ლიდერის შეხვედრა უახლოეს დღეებში შესაძლებელი გახდეს.

ჩვენ ვაგრძელებთ წვლილის შეტანას ყველაფერში, რაც უნდა გაკეთდეს, მათ შორის, შუამავლობის მხრივ, რათა არ გაუარესდეს ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელიც სავალალოა უკრაინაში და რაც შეიძლება მალე იქნეს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”, – თქვა ჰულუს აკარიმ.

შესაბამისი განცხადება აკარმა უკრაინის დაცვისა და უსაფრთხოების ჯგუფის ფარგლებში ნატო-ს ბაზაზე გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები