დავით უსუფაშვილი: საჭიროა არა ნაბიჯი წინ ნატო-საქართველოს ურთიერთობაში, არამედ – ნახტომი წინ

“ჩვენ მოვისმინეთ ნატო-ს წარმომადგენლის მხრიდან მზაობა, გაგრძელდეს საქართველოსთან მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა”, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უსუფაშვილის თქმითვე, შეხვედრაზე ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე გაამახვილა.

„მადრიდის სამიტი ვერ იქნება ჩვეულებრივი სამიტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. მე პირადად ამაზე ვისაუბრე სწორედ, რომ საჭიროა არა ნაბიჯი წინ ნატო-საქართველოს ურთიერთობაში, არამედ – ნახტომი წინ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები