კიეველმა ბიზნესმენმა ,,როლს-როისი” ეროვნული არმიის დასახმარებლად გაყიდა
უკრაინელმა ბიზნესმენმა ვიაჩესლავ კონსტანტინოვსკიმ გადაწყვიტა, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ეროვნულ არმიას დახმარებოდა და საკუთარი ,,როლს-როისი” გაყიდა. ამის შესახებ ბიზნესმენმა ინფორმაცია სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე განათავსა.
,,როლს-როის“ ფანტომი…. ეს ადრე ცხოვრებისეული წარმატების სიმბოლოს წარმოადგენდა! მაგრამ ახლა სოციალური პრიორიტეტები შეიცვალა! მზად ვარ, ის გავყიდო, ან გავცვალო ისეთ ნივთებში, რაც დღეს არმიას გამოადგება, მსურველებმა მომწერეთ. ანონიმურობა დაცულია”,- განაცხადა უკრაინელმა ბიზნესმენმა.