გაეროს გენერალური მდივანი: ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარებით
გაერო მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგს, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, გაეროს მთავარი ამოცანა უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებაა.
„ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებების ნაწილი, მაგრამ მხარს ვუჭერთ ორ ქვეყანას შორის დიალოგს და მხარს ვუჭერთ თურქეთის კეთილგანწყობას ამ მიდგომის გასავითარებლად, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა უკრაინაში ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით არის მისი მოგვარება, გაუმჯობესება“, – განაცხადა გუტერეშმა.
როგორც მან აღნიშნა, გაერო უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარების გამო ღრმად შეშფოთებულია.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული იმის გამო, რაც ახლა ხდება და მიგვაჩნია, რომ მოხდა შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ჩამოვედი მოსკოვში პრაგმატული მიდგომით. ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარების გამო“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.