კარლ ჰარცელი: ვიდრე ჩანაწერების ავთენტურობა არ დადგინდება, კომენტარს არ გავაკეთებ, სპეკულაციებს მოვერიდები

ვიდრე ჩანაწერების ავთენტურობა არ დადგინდება, კომენტარს არ გავაკეთებ, სპეკულაციებს მოვერიდები, – ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტების შეკითხვას გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც, თითქოს, „ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებამდე უფრო მეტ სიცხადეს ელოდება.

“თვალს ვადევნებთ ამ ისტორიას, რომელიც სწრაფად ვითარდება და ვიდრე არ გავიგებ ამ ამბის კონტექსტს და ჩანაწერების ავთენტურობა არ დადგინდება, კომენტარს არ გავაკეთებ, სპეკულაციებს მოვერიდები. ველოდები უფრო მეტ სიცხადეს, ვიდრე კომენტარს გავაკეთებ”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები