კარლ ჰარცელი – მიხეილ სააკაშვილზე: ველოდებით, რომ ნაბიჯები გადადგმული იქნება მიუკერძოებელი სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე
“როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს საკითხი მოგვარებული იყოს”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მოლოდინია, რომ ნაბიჯები მიუკერძოებელი სამედიცინო რეკომენდაციებიდან გამომდინარე გადაიდგმება.
„ახალს არაფერს ვიტყვი, რადგან ევროკავშირს აქვს ცალსახა პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება პატიმრების უფლებებს, თავისუფალი სასამართლოს უფლებას. როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს საკითხი იყოს მოგვარებული. ჩვენ ველოდებით, რომ ნაბიჯები იქნება გადადგმული მიუკერძოებელი სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.