დავით ხაჯიშვილი – ხელისუფლებას: გაუშვით მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპაში
ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” წევრი, დავით ხაჯიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპაში გაუშვან.
„ექიმები სჭირდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნეს გამოკვლეული და შესაბამისი ღონისძიებები ჩატარებული.
ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს არ მოსწონს პრეზიდენტისადმი ასეთი მოპყრობა – ხელისუფლება მიზანმიმართულად კლავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ამიტომ, მოგიწოდებთ დაარწმუნოთ თქვენი ხელისუფლება და მიხეილ სააკაშვილი გაამგზავროთ სამკურნალოდ ევროპაში”, – მიმართა გიორგი ხაჯიშვილმა უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.