ალექსანდრე ელისაშვილი: ომის შემთხვევაში, მარტო ჯარის ანაბარად არ უნდა ვიყოთ, ნებისმიერ მტერს უნდა დახვდეს საქართველოში ეროვნული წინააღმდეგობა

„ომის შემთხვევაში, მარტო ჯარის ანაბარად არ უნდა ვიყოთ, მარტო ჯარი არ უნდა იყოს და ჩვენი თავდაცვის ძალები, ვინც პირველ ხაზზე უნდა იყოს, ნებისმიერ მტერს უნდა დახვდეს საქართველოში ეროვნული წინააღმდეგობა”, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „მოქალაქეების” თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, გვერდზეა გადასადები „იარაღთან დაკავშირებით ზედმეტი ჭმუნვები და კეკლუცობები”, ვინაიდან უკრაინაში საქმე საქმეზე როცა მიდგა, ყველა მიხვდა – მტრისგან თუ გინდა თავი დაიცვა, იარაღს უნდა ფლობდე და გაშინაურებული უნდა იყო იარაღთან.

„ესეც გასაკეთებელია და ჩვენი გასაკეთებელია ბევრი რამ ამ თვალსაზრისით, როგორც სამოქალაქო თავდაცვის თვალსაზრისით, ასევე, სამხედრო მზადყოფნის თვალსაზრისით არის ბევრი რამ გასაკეთებელი. ეს არის ჩემთვის მთავარი დასკვნა რაც უკრაინაში გამოვიტანე, იმიტომ, რომ ომის საფრთხის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის არ უნდა ნორმალურ ადამიანს ომი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ და მზად უნდა ვიყოთ.

ომის შემთხვევაში, მარტო ჯარის ანაბარად არ უნდა ვიყოთ, მარტო ჯარი არ უნდა იყოს და ჩვენი თავდაცვის ძალები, ვინც პირველ ხაზზე უნდა იყოს, ნებისმიერ მტერს უნდა დახვდეს საქართველოში ეროვნული წინააღმდეგობა. აი, მაშინ ვიქნებით სრულფასოვანი სახელმწიფო და მაშინ აარიდებს ყველა თავს ჩვენზე თავდასხმას. ეს იქნება და ეს არის მთავარი გარანტორი და არა დანარჩენი სხვა ფაქტორები. ის დამატებითი ფაქტორებია და ამაში მე მინდა, ჩემი წვლილიც ჩავდო უფრო აქტიურად თავდაცვის კომიტეტშიც და, ზოგადად, აქ, პარლამენტში საქმიანობის დროსაც”, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები