მაჭარაშვილი – აუდიოჩანაწერზე: ამ პროვოკაციებს არ ავყვებით
არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ ქვეყნის არეულობა, სამხედრო კონფლიქტში ჩართვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა
Youtube-ზე გავრცელებული აუდიოჩანაწერის კომენტირებისას “საზოგადოებრივ მაუწყებელს” განუცხადა.
საუბარია ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილს ურეკავს.
„როგორც ჩანს, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ ძლებს არათუ ერთი კვირა, არამედ – ორი დღეც კი. ერთი მხრივ, ეს კარგია, რათა ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ხალხს შეახსენოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი ხშირი შეწუხებაც არ ღირს, რადგან ოპოზიციას ბევრი სხვა საქმე აქვს და საზოგადოებამ ივანიშვილის დამსახურების შესახებ ისედაც კარგად იცის. რაც შეეხება აუდიოჩანაწერებს, ეს სერიალის მერამდენე სერიაა? კითხვები ჯერ ჩანაწერების ავთენტურობაზეა. თუნდაც, თეორიულად ავთენტური რომ იყოს, იქ საუბარი იმაზე არ არის, რასაც ოპოზიცია საუბრობს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ ქვეყნის არეულობა, სამხედრო კონფლიქტში ჩართვა. მათ შორის პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის მოხსენიებით და ა.შ. ამ პროვოკაციებს არ ავყვებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.