სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე მიიწვიეს
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მიიწვიეს, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.
ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ-ის პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი – ჰილარი კლინტონი და ოჯახის წევრები.
საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება, რომელიც ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება.