შალვა პაპუაშვილი: ალექსეი არესტოვიჩის კომენტარი ჩვენს განცხადებებს ადასტურებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევეის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„ეს კომენტარი ჩვენს განცხადებებს ადასტურებს – „ნაციონალური მოძრაობის“ დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი არეულობა, ხელისუფლების არადემოკრატიული შეცვლა და ქვეყნის ომში ჩართვა. ამას ადასტურებს ეს კომენტარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანლის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა, არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები