რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან საუბარს გეგმავს, რათა მხარეები მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავიდნენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომდევნო 48 საათის განმავლობაში რუს და უკრაინელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარს ელოდება იმ იმედით, რომ ორივეს სტამბოლში შეხვდება, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი დასრულდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„შედეგი პოზიტიურია. ეს არ არის ზუსტად ისეთი, როგორიც გვინდოდა, მაგრამ უკეთესი იქნება, ჩვენ უიმედოდ არ ვართ. იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენს მოწვევას მიიღებენ და ჩვენ მათ სტამბოლში შეკრებას შევძლებთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები