მარტვილში გაუჩინარებული 13 წლის გოგო ნაპოვნია

მარტვილში დაკარგული 13 წლის მოზარდი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც ცნობილია, მოზარდი ახლობლებთან იმყოფებოდა. იგი სახლში უვნებელი დაბრუნდა.

შეგახსენებთ, გოგონა 20 აპრილს გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები