დმანისში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია გაიმართა
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
მერიის, საკრებულოს და ა(ა) იპ სამსახურების თანამშრომლების მიერ დასუფთავებულ იქნა საპიკნიკე სივრცეები, საავტომობილო გზისა და პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების მიზანს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სუფთა გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს.
“სისუფთავეზე ზრუნვა დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ შრომატევად საქმეს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ა(ა)იპ კომუნალური სამსახური ემსახურება. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის დასუფთავება, რეგულარულად ხდება ნარჩენების გატანა როგორც ქალაქის უბნებიდან, ისე სოფლებიდან. საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.