NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა უკრაინაში ომზე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა უკრაინაში ომზე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს.
კერძოდ, გამოკითხულთა 63 პროცენტი უკრაინაში ომზე საქართველოს პრეზიდენტის საპასუხო ქმედებას დადებითად აფასებს, 18 პროცენტი უარყოფითად, კითხვაზე პასუხი არ აქვს 18 პროცენტს.
ამასთანავე, გამოკითხულთა 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპასუხო ქმედებები დადებითია, 37 პროცენტი აცხადებს, რომ უარყოფითი, ხოლო 15-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. რაც შეეხება ფოკუსჯგუფებს, ონლაინ-დისკუსიები თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა მარნეულში ჩატარდა. თითოეულ ქალაქში ორი ჯგუფი გამოჰკითხეს.