შალვა ნათელაშვილი: მიხეილ სააკაშვილის პატიმრად დატოვება შეიძლება, ფატალური შედეგით დამთავრდეს

“ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყველა სამართლებრივი მახასიათებლით დღეს პოლიტიკურ პატიმარს წარმოადგენს”,- ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სააკაშვილის პატიმრად დატოვება შეიძლება, ფატალური შედეგით დამთავრდეს.

“მიუხედავად ჩვენი ურთიერთობის რთული პერიპეტიებისა, სიმართლე არის ის, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყველა სამართლებრივი მახასიათებლით დღეს წარმოადგენს პოლიტიკურ პატიმარს და ექვემდებარება განთავისუფლებას ციხიდან. მისი პატიმრად დატოვება შეიძლება, დამთავრდეს ფატალური შედეგით რაზედაც მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება პუტინის ოლიგარქ ივანიშვილს და მის მიერ შექმნილ კრიმინალურ რეჟიმს”, – წერს ნათელაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები