თბილისის მერია – დიდ დიღომში ბეტონის ე.წ. მინიქარხნის ამოქმედებაზე მერიის მხრიდან არანაირი ნებართვა ან შეთანხმება არ გაცემულა

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დიდ დიღომში ბეტონის ე.წ. მინიქარხნის ამოქმედებაზე მერიის მხრიდან არანაირი ნებართვა ან შეთანხმება არ გაცემულა.

მათივე განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, იწყება მშენებლობა, რომელიც ათეული წლები იყო გაჩერებული.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ დიდ დიღომში ბეტონის ე.წ. მინიქარხნის განთავსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული აგრეგატის ამოქმედებაზე თბილისის მერიის მხრიდან არ გაცემულა არანაირი ნებართვა ან შეთანხმება.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, იწყება მშენებლობა, რომელიც ათეული წლები იყო გაჩერებული.

სამშენებლო ობიექტზე ტექნიკის განთავსებისთანავე თბილისის მერიამ დაიწყო საკითხის მოკვლევა. თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ინვესტორს უარი ეთქვა დასახლებულ ტერიტორიაზე ბეტონის საწარმოებლად საჭირო დანადგარის ამუშავებაზე, რასაც კომპანია დაეთანხმა.

დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე აშენდება მხოლოდ და მხოლოდ კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსი, რასაც სამი ათეული წელია ელოდება მოსახლეობა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები