გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ინერტული ნარჩენების მდგრად მართვასთან დაკავშირებით რეკომენდაციები დაამტკიცა 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა  „საქართველოში ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის“ თემაზე ჩატარებული მოკვლევის ანგარიში მოისმინა და მოკვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები დაამტკიცა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საკითხის წარდგენისას განაცხადა, რომ მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება, არსებული რეგულაციების და პრაქტიკის ანალიზი და შესაბამისი სტრუქტურების მუშაობის შეფასება.

„თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა დაამუშავა და გააანალიზა მიღებული დასაბუთებული მოსაზრებები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა პოზიციები და ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელთა ანალიზის საფუძველზეც შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები.

მაია ბითაძემ კოლეგებს გააცნო რეკომენდაციები, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების რეკომენდებული ვადები.

„ამ რეკომენდაციებმა შექმნა ჩარჩო იმისთვის, რომ გადაიდგას ახალი ნაბიჯები ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული იყვნენ ინერტული ნარჩენების მართვის მოკვლევის პროცესში.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა შემუშავებული რეკომენდაციების დამტკიცებას“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები