ვიქტორია ნულანდი: მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანაში შესაძლოა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც ჩაერთონ

შესაძლოა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც ჩაერთონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განუცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ნულანდის თქმით, მარიუპოლიდან მოქალაქეების გაყვანა რამდენჯერმე ვერ მოხერხდა, ამიტომ, ეს რუსეთზეა დამოკიდებული.

”არსებობდა გარკვეული იმედი, რომ რუსეთი საშუალებას მისცემდა მოქალაქეებს და დაჭრილ მებრძოლებს, დაეტოვებინათ მარიუპოლი.
ეს თუ მოხდება, მაშინ ამ პროცესში ჩართული იქნებიან ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც“, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები