ირაკლი ზარქუა: რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის ქაოსში შეყვანის არაერთი მცდელობა ჰქონდა – მათ ეს არ გამოუვიდათ

“რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის ქაოსში შეყვანის არაერთი მცდელობა ჰქონდა. არ გამოუვიდათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მინიმუმ 6 წელი ციხეში ჯდომა მოუწევს.

“არაერთი მცდელობა ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას, რომ ქვეყანა შეეყვანა ქაოსში. არ გამოუვიდათ. ეს მერამდენე ტალღაა. უნდა შეიგნონ, რომ ის ადამიანიც დაასვენონ იქ და ფუჭ დაპირებებს ნუ აძლევენ. დამნაშავეა, სტრასბურგის სასამართლომ, მათ შორის, ისე – როგორც ადგილობრივმა სასამართლომ აღიარა ეს და, შესაბამისად, ის ადამიანი ზის ციხეში, მორჩა. მინიმუმ 6 წელი მოუწევს იქ ჯდომა. არ დაიღალნენ?!”, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები