ალუდა ღუდუშაური: არაფერი დარჩენიათ საზოგადოებასთან საურთიერთობოდ, გარდა იმისა, რომ ხელოვნური სუნთქვის რეჟიმში გადავიდნენ და აქციები დააანონსონ

“არაფერი არ დარჩენიათ საზოგადოებასთან საურთიერთობოდ, გარდა იმისა, რომ ხელოვნური სუნთქვის რეჟიმში გადავიდნენ და დააანონსონ რაღაც აქციები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აქციები და დესტაბილიზაცია საქართველოს დღის წესრიგში არ არის.

“არაფერი არ დარჩენიათ საზოგადოებასთან საურთიერთობოდ, გარდა იმისა, რომ ასეთ ხელოვნური სუნთქვის რეჟიმში გადავიდნენ და დააანონსონ რაღაც აქციები. აქციებს არანაირი შედეგი არ მოუტანია მათთვის და მეორე, ეს აქციები არის რამდენიმე ათეული ადამიანით შემოფარგლული და მათ უნდა ესმოდეთ ერთი რამ, რომ დღეს საქართველოს დღის წესრიგში არ არის აქციები, არეულობა და დესტაბილიზაცია”, – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები