გიორგი ბოტკოველი: ერთობას ალტერნატივა არ აქვს, სწორედ ეს არის ხელისუფლების დამარცხების გასაღები

“ჩვენ ბრძოლის ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური ფორმით”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბოტკოველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განაცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ საერთო მიზნის გარშემო ოპოზიცია გაერთიანებას შეძლებს.

“ჩვენ ბრძოლის ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური ფორმით და ვფიქრობ, რომ ერთობას ამ ყველაფერში არ აქვს ალტერნატივა. სწორედ ეს არის მთავარი გასაღები ხელისუფლების დამარცხების. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა შეძლებს იმას, რომ დაჯდეს ერთად და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლის ნებისმიერი ეტაპი”, – აცხადებს ბოტკოველი.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები