სოფელ თამარიანში მოსწავლეებისთვის ღია სივრცე მოეწყობა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლის ეზოში, პარტნიორი ორგანიზაციების – ევროკავშირის, საგა-სა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მხარდაჭერით, გაკვეთილების ჩატარებისა და გამოფენისთვის, ღია სივრცე მოეწყობა.
დღეს, თამარიანის სკოლის მოსწავლეები, მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ და აღნიშნული პროექტი გააცნეს.
„მოხარული ვარ ახალგაზრდების აქტიურობით! მზად ვართ, ყველა ახალ ინიციატივას მხარი დავუჭიროთ და ახალგაზრდებთან ერთად, მრავალი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ”, – აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.