ლევან იოსელიანი – უკრაინაში ყველანი ჩავედით, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, რასაც უარყოფითად ვაფასებ
უკრაინაში ყველანი ჩავედით, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, რასაც უარყოფითად ვაფასებ, – ამის შესახებ „მოქალაქეებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველ დღე განსხვავებულ დღის წესრიგზეა.
„ყველანი ჩავედით, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, რასაც უარყოფითად ვაფასებ. ამის დრო არის?! შენი პარტიული დიზაინის დრო არის თუ იმის, სახელმწიფოსთვის რაც მნიშვნელოვანია, იმაში მიიღო მონაწილეობა?! „ქართულ ოცნებასთან“ ერთად თუ არ გინდა წასვლა, ჩვენ იქ ვინ ვართ?! ამით ხომ ჩვენც მოგვაყენეს შეურაცხყოფა. რას ნიშნავს „ამასთან ერთად წავალ, იმასთან ერთად არ წავალ“, პარლამენტში ხომ ზიხარ?! „ქართული ოცნების“ მიერ გამოყოფილ ხელფასს, მანქანას, მივლინებას ხომ იღებ?! ყველაფერს ხომ იღებ და უკრაინაში წამოსვლა, რა არის?! ამ პარტიის ბევრი ვერაფერი გავიგე, ყოველ დღე განსხვავებულ დღის წესრიგზე არიან“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.