აბაშაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

აბაშაში გუშინ დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი პოლიციამ ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა გ.კ – ს გარდაცვალების მიზეზი.

შსს-მ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები