NATO-ს წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საქართველოშია
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვია.
აპატურაი 20 აპრილს მოხსენებით გამოვა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე. საქართველოს პარლამენტის ცნობით, სხდომა 10:30 საათზე დაიწყება.
როგორც ცნობილია, აპატურაის მოხსენების თემა იქნება NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.