საგამოძიებო სამსახურის უფროსი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს პოლიციის მეკავშირე ოფიცერს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი – სოსო რამიშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს პოლიციის მეკავშირე ოფიცერს – ბატონ პანაგიოტის სიმეონიდისს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამსახურის უფროსმა სტუმარს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უწყების საქმიანობა გააცნო.

თავის მხრივ, საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს პოლიციის მეკავშირე ოფიცერმა მზაობა გამოთქვა, დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობის მიზნით და აღინიშნა, რომ სამსახური ეფექტურ საქმიანობას ახორციელებს მისი კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ დანაშაულებთან ბრძოლის კუთხით.

შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები, საგამოძიებო დეპარტამენტის და ადმინისტრაციის უფროსები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები