სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კოკა კაციტაძემ დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაზე, განვითარებაზე და გამოწვევებზე ისაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, სამსახურის შესახებ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს, ასევე ყურადღება გამახვილდა დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ სახალხო დამცველს და მის მოადგილეებს სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოს შექმნის ინიციატივაც გააცნო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდო თანამშრომლობის სურვულს და მზაობას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ომბუდსმენთან შეხვედრას სახალხო დამცველის მოადგილეები – თამარ გვარამაძე და გიორგი ბურჯანაძე ესწრებოდნენ, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.