ალეკო ელისაშვილი: ქართველ მეომრებს ძალიან დიდი სახელი აქვთ – უკრაინელები რომ ხედავენ, ქართული დროშა გაქვს, მოდიან, მადლობას გეუბნებიან, ცრემლები მოსდით

„ქართველ მეომრებს ძალიან დიდი სახელი აქვთ. მართლა ძალიან მაგრად იბრძოდნენ”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომელიც უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნდა.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა – უკრაინაში ისევ ჩავიდეს.

„ქართველ მეომრებს ძალიან დიდი სახელი აქვთ. არიან მეომრები, რომლებიც წლებია, ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის მოვლენების შემდეგ, იქ არიან და არიან ქართველები, რომლებიც ახლა ჩავიდნენ. ძალიან მაგარი სახელი აქვთ, რადგან მართლა ძალიან მაგრად იბრძოდნენ და, სამწუხაროდ, მსხვერპლიც გვაქვს. მე უცხოურ ლეგიონში ვიყავი, ნახევარზე მეტი უცხოელები იყვნენ და უცხოელებთან იქნება თუ უკრაინელებთან, ყველამ იცის, რომ ქართველი მეომრები არიან ერთ-ერთი საუკეთესოები, თუ არა – საუკეთესოები. ეს ძალიან საამაყო ამბავია, უკრაინელები რომ ხედავენ, რომ ქართული დროშა გაქვს, მოდიან, მადლობას გეუბნებიან, ცრემლები მოსდით… უკრაინელებიც და პოლონელებიც, სხვათა შორის. თვეზე მეტი ვიყავი იქ და ბოლო პერიოდში არც ისეთი ინტენსიური დავალებები იყო. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი. როგორც კი დავინახავ, რომ საჭირო ვარ, ახლა გაცილებით უკეთ ვიცი გზაც და კვალიც. თუ წინა ჩასვლაზე ერთი კვირა ვიბოდიალე, ვიდრე ლეგიონამდე მივაღწევდი და იარაღს ავისხამდი, ახლა, ჩასვლისთანავე, ზუსტად მეცოდინება, სად არის იარაღი, რომელიც უნდა ავიღო, სად არის აღჭურვილობა, სადაა ქვედანაყოფი და ა.შ.“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები