ანა ბუჩუკური: ჩატარდება თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ამას წყვეტს არა კობახიძე, არამედ – მოსახლეობა

პარტია “საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხს მოსახლეობა წყვეტს.

“მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკების პროცესში ჩვენი გუნდი არც აქამდე ყოფილა ჩართული და არც მომავალში ჩაერთვება. ამ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება თუ არა, ამას წყვეტს არა ირაკლი კობახიძე თუ ანა ბუჩუკური და ა.შ. არამედ, ამას წყვეტს მოსახლეობა და ჩვენი მოქალაქეების განწყობები. ამიტომ, გამორიცხული არაფერია“, – აცხადებს ანა ბუჩუკური.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები