სერგეი ლავროვი: დასავლეთმა ზელენსკი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.
ლავროვის თქმით, სწორედ დასავლეთმა მოუწოდა ზელენსკის, რომ მინსკის მოლაპარაკებების პროცესში ნებისმიერი წინადადება უგულებელყო.
“ზელენსკის რომ ეთანამშრომლა და მინსკის შეთანხმებების განხორციელება მოენდომებინა, კრიზისი დიდი ხნის მოგვარებული იქნებოდა. დასავლეთმა უღალატა ზელენსკის. ვფიქრობ, იგი უბრალოდ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენეს. ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მასში ნებისმიერი შეთავაზების იგნორირების სურვილი გაეძლიერებინათ“, – განაცხადა ლავროვმა India Today-თან ინტერვიუში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge