გიორგი ვაშაძე: ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას თუ აქვს სამოქმედო გეგმა, ეს არის მისი გეგმა, მე ამაში ხელს არ შევუშლი

„სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს საკუთარი, მკაფიოდ გამოხატული გეგმა, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები და ამ გეგმებს არ გადავუხვევთ”, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, საკუთარი ხედვის ქონის უფლება ყველას აქვს.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს საკუთარი, მკაფიოდ გამოხატული გეგმა, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები და ამ გეგმებს არ გადავუხვევთ. რაც შეეხება აქციებს, პროტესტს, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის, ყველას შეუძლია, თავის ხედვა ჰქონდეს. მთავარი პრინციპი რაც უნდა იყოს, რადგან ჩვენ ვართ სხვადასხვა პოლიტიკური ძალა, ეს არის თავდაუსხმელობის პრინციპი ერთმანეთთან მიმართებით, რომელიც ზოგიერთ ოპოზიციონერ პარტიას ან ოპოზიციონერს ავიწყდება ხოლმე და „ქართულ ოცნებაზე“ შეტევის ნაცვლად ოპოზიციაზე ახორციელებს შეტევას. ეს არის ყველაზე დიდი სამსახური, რასაც „ქართულ ოცნებას“ უწევენ. ამიტომ, ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას თუ აქვს სამოქმედო გეგმა, ეს არის მისი გეგმა, მე ამაში ხელს არ შევუშლი, რადგან ნამდვილად დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ჩამოსაშორებელია. მე რაშიც ვხედავ რესურსს, იმ საქმიანობით არის დაკავებული „სტრატეგია აღმაშენებელი“, სხვა რაშიც ხედავს რესურსს, იმას გააკეთებს, ეს ყველას უშუალო გადასაწყვეტია. პროცესი დაგვანახებს, რომელი გზაა სწორი და რომელი უკეთესი. ჩემი ნება რომ იყოს, რიგგარეშე არჩევნებს აუცილებლად დავნიშნავდი, რადგან ნამდვილად ვფიქრობ, რომ ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაცია არის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის და „ქართული ოცნება“ არის ამ ინტეგრაციის წინაღობა”, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხვალ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები