წულუკიანი – სააკაშვილზე: შეუძლია, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს, ნუ ვუწყენთ, რადგან პატიმარს ციხეშიც სჭირდება გარკვეული ანტურაჟი და გართობა
ნუ ვუწყენთ და ნუ გავუბრაზდებით, რადგან პატიმარს, რომელსაც წინ აქვს რამდენიმე წელი ციხეში, სჭირდება გარკვეული ანტურაჟი, გარკვეული გართობა და ამისათვის მას ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ, – ასე ეხმიანება კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე პოლიტიკური კონსულტაციების დაწყებას.
მისივე თქმით, სააკაშვილი პოლიტიკური არეულობის გამოწვევის მიზეზი ვერ იქნება.
“ციხეში არჩევნები არ ტარდება და არავის არ ირჩევენ, შესაბამისად, მას შეუძლია, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს. საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება.
ნუ ვუწყენთ და ნუ გავუბრაზდებით, რადგან პატიმარს, რომელსაც წინ აქვს რამდენიმე წელი ციხეში, სჭირდება გარკვეული ანტურაჟი, გარკვეული გართობა და ამისათვის მას ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ. მაგრამ ვერავითარი პოლიტიკური არეულობის გამოწვევის მიზეზი ის ვერ იქნება. მას არ გააჩნია, მით უმეტეს, საპატიმროდან, ამის რესურსი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.