CIT: რუსეთის საზღვაო ქვეითებისგან თითქმის არაფერი დარჩა

უკრაინაში რუსეთის საზღვაო ქვეითების ყველა ბრიგადას მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს.

– ამის შესახებ ანალიტიკური ჯგუფის Conflict Intelligence Team (CIT) ანგარიშშია ნათქვამი.

„არ დარჩა რუს საზღვაო ქვეითთა ​​ბრიგადა, რომელსაც უკრაინაში დანაკარგი არ განუცდია. მათი დანაკარგები შესამჩნევია მოლდოვაზე შესაძლო თავდასხმის ჭორების ფონზე. თუ ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფებს ასეთი დანაკარგი აქვთ, მოლდოვაზე, პოლონეთზე ან ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა შეუძლებელი იქნება”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ საზღვაო ქვეითები რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი და კარგად გაწვრთნილი ქვედანაყოფებია.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში, დაახლოებით, 20,6 ათასი რუსი სამხედროა დაღუპული.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები