ინფრასტრუქტურის მინისტრი: ოკუპანტმა უკრაინაში ინფრასტრუქტურის 30% გაანადგურა

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრე კუბრაკოვის განცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, ქვეყნის ინფრასტრუქტურის 30% დაზიანებული ან განადგურებულია.

ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზარალის ოდენობა 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს. დაზიანებულია ან განადგურებულია 300 ხიდი, 8000 კილომეტრზე მეტი გზა და ათობით სარკინიგზო ხიდი.

კუბრაკოვის თქმით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შემთხვევაში, აღდგენას ორი წელი დასჭირდება.

„ფაქტობრივად, ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყველა კომპონენტი ამა თუ იმ ფორმით დაზარალდა“, – განაცხადა მინისტრმა.

18 აპრილს უკრაინის ხელისუფლებამ ომის შემდგომი აღდგენის გეგმა მოამზადა, რომელიც მოიცავს ომის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის დაფარვას, დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენას და უკრაინის ეკონომიკის სტრუქტურულ მოდერნიზაციას.

მარტის ბოლოს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის ზარალი 1 ტრილიონ დოლარს აღემატება.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები