სოზარ სუბარი: „World vision“-თან თანამშრომლობა ჩვენი კომიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

საერთაშორისო ორგანიზაცია „World vision“ საქართველოს მუნიციპალიტეტებში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მოთხოვნების იმპლემენტაციაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ამ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით ორგანიზაციის წარმომადგენლები პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოზარ სუბარს შეხვდნენ.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეგიონებში უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და ახალი ინიციატივის მნიშვნელობა შეაფასეს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრებზე, სარეკომენდაციო პაკეტის მომზადება იგეგმება, რომელიც კოდექსის მოთხოვნების შესრულებას შეუწყობს ხელს.

„ზოგადად, ყველა ის მიმართულება, რომელზეც „World vision“ მუშაობს,  ჩვენი კომიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის რეგიონების გაძლიერებას ემსახურება. ეს არის რეგიონებში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა. აღსანიშნავია, რომ სიღარიბის ზღვარს დაბლა მდგომი ოჯახები, ერთჯერადი დახმარების ნაცვლად, ორგანიზაციის დახმარებით ცდილობენ თავად დაძლიონ ეს სიღარიბე.

კიდევ ერთი მიმართულებაა ბავშვები. ეს ეხება როგორც ახალგაზრდობას, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან თანამშრომლობას. ამ მხრივაც ორგანიზაციას ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. ეს არის ის პროექტები, რომლებსაც სჭირდება მთავრობის და საპარლამენტო მხარდაჭერა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამ ერთობლივი მუშაობით ეს ურთიერთობაც უფრო მჭიდრო და შედეგებიც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები