ხულოში 1998 წლის 18 აპრილის ვაშლოვანის ტრაგედია გაიხსენეს და დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
1998 წლის 18 აპრილის სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა უკვდავსაყოფად, ტრაგედიის ადგილას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. შეკრებილებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ტრაგედიის შესახებ ისაუბრეს. სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემატიკასთან დაკავშირებული ლექსები წაიკითხეს.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის წინ, 1998 წლის 18 აპრილს, სოფელ ვაშლოვანში, სატბაოს ტერიტორიაზე მოულოდნელად ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის იყვნენ როგორც ადგილობრივები, ისე კახეთიდან ჩამოსული სტუმარიც.