ვახტანგ მეგრელიშვილი: საუბარი იმაზე, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება ან არ აწესებს, ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, არასწორია
“არის სანქციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც მიერთებული ვართ და საუბარი იმაზე, რომ საქართველოს სანქციებს არ უერთდება ან არ აწესებს, ეს არასწორია, ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ „გირჩის” წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელების მხრიდან თანამშრომლობის დიდი სურვილია.
„არის ბილატერალური სანქციები, რომელიც მაგალითად ამერიკამ რომ დაუწესოს რუსეთს, ამას შინაარსი ექნება, მაგრამ იგივე სანქციები რომ დაუწესოს საქართველომ რუსეთს, ამას ექნება მხოლოდ სიმბოლური შინაარსი. პირველი ნაბიჯი გადადგმულია, ჩვენ გვეხება, რომ შემდეგი ნაბიჯები ადეკვატური გადავდგათ და უკრაინელების მხრიდან იმდენად დიდია სურვილი თანამშრომლობის, რომ ამაში პრობლემა არ უნდა იყოს“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.