პატრიარქი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„უკრაინაში ომმა, სამწუხაროდ, კვლავ შეიწირა ჩვენი თანამემამულენი. აღვავლენთ ლოცვებს დავით მენაბდიშვილის, ნიკოლოზ შანავას, ალექსანდრე ცაავას, არკადი კასრაძის, ზაზა ბიწაძის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.