თეა წულუკიანი: ჩვენ დღეს არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები

“ჩვენ დღეს არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

„ვხედავთ, რომ ქართული სასამართლო არის თვისობრივად განსხვავებული იმისგან, რაც იყო 2012 წლამდე და ამის დამსახურება არის სწორედ იმ რეფორმებში, რომელიც ერთი მეორის მიყოლებით გატარდა 2013 წლიდან. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ გამამართლებელი განაჩენების რიცხვია გაზრდილი. მოსამართლე არის აბსოლუტურად თავისუფალი მთავრობისგან, რაც ადრე ასე არ გახლდათ და მითითებებს მოსამართლეები აღმასრულებელი ხელისუფლებისგან აღარ იღებენ. ჩვენ ვხედავთ მოქალაქეების ძალიან დიდ რიცხვს, რომლებიც სახელმწიფოს უგებენ დავას სასამართლოში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები