ვახტანგ მეგრელიშვილი: ვიზიტმა დამარწმუნა, რომ უკრაინელებს საქართველოსგან განსხვავებული მოლოდინი აქვთ
“გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი შეაფასა.
„ამ ვიზიტმა დამარწმუნა, რომ უკრაინელებს საქართველოსგან განსხვავებული მოლოდინი აქვთ. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი იქნება დასაწყისი იმ შემოტრიალების, რომ ჩვენი და უკრაინელების მოლოდინები ერთმანეთს დაემთხვეს“,- აღნიშნა მეგრელიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, უკრაინაში იმყოფებოდა.