შალვა პაპუაშვილი: რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ერთიანობას

მთელმა მსოფლიომ იცის ამ სისასტიკის შესახებ, რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში, რადაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ჩამოვედით უკრაინაში, რათა ვაჩვენოთ ჩვენ მეგობრებს ჩვენი მტკიცე და ერთიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი, სხვაგვარად არ შეგვეძლო, რადგან ჩვენი ხალხი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის, ჩვენ კულტურა, მეგობრობა და ისტორია გვაერთიანებს. ჩვენ ჩამოვედით კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი მწუხარება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დაზარალდნენ. სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმ სურათის, რომელიც ვიხილეთ ბუჩაშიირპენშიბოროდიანკასა და კრამატორსკიში, მთელმა მსოფლიომ იცის ამ სისასტიკის შესახებ, რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, პატივი სცეს უკრაინელებს არჩევანს. ბუჩას მსგავსი ისტორიები საქართველოსაც ახსოვს 90-იან წლების ომსა და 2008 წლის ომში, ჩვენი ქალაქებიც დაიბომბა, ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში იმყოფება. დელეგაციაში არიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იქნებიან „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები