შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერტიფიკატო გამოცდის ტესტები დაინტერესებული პირებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერტიფიკატო გამოცდის ტესტები დაინტერესებული პირებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნა სპეციალური პორტალი, რომელიც საშუალებას იძლევა იმიტირებული გამოცდის სახით, დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი ცოდნის დონე შეაფასონ.

„პროგრამაში მოცემულია 3000-მდე კითხვა, რომელიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჯგუფდება.

კვალიფიკაციის დასადასტურებლად გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია 3 მიმართულებით: სრული, დაბალი და საშუალო და სპეციალური პროგრამის ნაწილში.

თითოეული მიმართულებით შედგენილია ტესტური დავალებები, სიტუაციურ ამოცანებთან და კაზუსებთან ერთად.
პროგრამა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://oshtesting.moh.gov.ge/iExam/public/exam

ტესტირების გავლა შესაძლებელია სმარტფონების გამოყენებითაც“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობის წესების სანახავად კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ბმულით: https://drive.google.com/…/1L…/view

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები