რუსეთის პასუხი ბრიტანეთს – კრემლმა ბორის ჯონსონს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის  მინისტრებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

„ბრიტანეთის წინააღმდეგ პირადი სანქციების შესახებ გადაწყვეტილება საპასუხო ნაბიჯია რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო და პოლიტიკური კამპანიის გაჩაღებისთვის“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოსკოვი მალე გააფართოებს სასანქციო სიას.

„ბრიტანეთის ხელისუფლების რუსოფობიური კურსი, რომლის მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაღვივებაა, ორმხრივი კავშირების შეწყვეტა თითქმის ყველა სფეროში, საზიანოა თავად ბრიტანეთში მცხოვრებთა კეთილდღეობისა და ინტერესებისთვის“, – განმარტეს სამინისტროში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები