გრეპლინგის და შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა სახეობებში, საქართველოს ჩემპიონი, ლაგოდეხელი შოთა ჯაფიაშვილი გახდა
გრეპლინგის და შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა სახეობებში, საქართველოს ჩემპიონი, ლაგოდეხელი შოთა ჯაფიაშვილი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა.
შოთა ჯაფიაშვილი,საქართველოს ჩემპიონატზე, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე კლუბ, GFC-ის სახელით გამოდიოდა და ეს მისი პირველი წარმატებაა.
„ყველა წარმატებულ ლაგოდეხელ სპორტსმენს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა. მჯერა, რომ შოთიკო კიდევ ბევრჯერ ასახელებს ჩვენს მუნიციპალიტეტს, მერიის წარმატებული სპორტსმენების წახალისების პროგრამის ფარგლებში, სპორტსმენი, მწვრთნელთან ერთად, ფულად ჯილდოს მიიღებს“, – აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.