ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დედაენის დღესთან დაკავშირებით ნორჩი პოეტებისა და პროზაიკოსების ნაშრომების პრეზენტაცია გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცნობით, სამუსიკო სკოლის დარბაზში დედაენის დღესთან დაკავშირებით ნორჩი პოეტებისა და პროზაიკოსების ნაშრომების პრეზენტაცია გაიმართა.

მათივე განცხადებით, ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს საკითხავი ლიტერატურა და საჩუქრები გადაეცა.

“14 აპრილი ქართული ენის დაცვის, დედაენის დღედ გამოცხადდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სამუსიკო სკოლის დარბაზში მოეწყო ნორჩი პოეტებისა და პროზაიკოსების ნაშრომების პრეზენტაცია. ზოგიერთი მათგანი, წელს პირველად წარსდგა და გაუზიარა მსმენელს საკუთარი ნაშრომი.

ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს საკითხავი ლიტერატურა და საჩუქრები გადაეცა.

ასე გამოეხმაურა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დედაენის დღეს”, – აღნიშნულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები