იუსტიციასა და უზენაეს სასამართლოსთან “ნაცმოძრაობა” პარალელურ აქციებს მართავს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობასთან “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა საპროტესტო აქციას მართავს.
შეკრებილების თქმით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო და პროკურატურაა.
აქციის მონაწილეები პროტესტს სტვენითა და ფერადი კვამლის გაშვებით გამოხატავენ. მათ თან აქვთ პლაკატები, წარწერით: “ბლინკენიც “ნაციონალია?” “ძალადობით ევროკავშირში ვერ შევალთ”, “კლანური მმართველობა სასამართლოში” და სხვა.
პარალელურად, “ნაცმოძრაობის” აქცია მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროსთანაც. ორგანიზატორების განცხადებით, საპროტესტო აქცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხება, რომელშიც მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით – „სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია!” „ძალადობით ევროკავშირში ვერ შევალთ“ და სხვა.