ხულოში, სოფელ ღორჯომში მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და აჭარის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენეიშვილი ღორჯომის თემის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მუნიციპალიტეტის და რეგიონის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტები და პროგრამები გააცნეს, მოქალაქეებისგან მოისმინეს არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
მოსახლეობასთან შეხვედრები აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით ხორციელდება, რომელშიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, მინისტრები და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ.
მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანს სოფლებში არსებული საჭიროებების გამოვლენა, ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენს.